გერმანელი მეწარმის, ბავშვთა კვების, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მსოფლიოში ცნობილი ბრენდის “HIPP”-ის დამფუძნებლის, პროფესორ კლაუს ჰიპის, გერმანულენოვანი, საჯარო ლექცია, ეთიკური ბიზნესის მიმართულებით, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, გაიმართება 2026 წლის 14 აპრილს, სამშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.
პროფესორი კლაუს ჰიპი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და საქართველოს საპატიო კონსული სამხრეთ გერმანიის მიწებზე. მრავალი წელია, იგი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რეგულარულად კითხულობს საჯარო ლექციებს, გერმანულ ენაზე, ეთუკური ბიზნესის მიმართულებით. ამასთან, იგი ყოველწლიურად ირჩევს საუკეთესო სტუდენტებს და სრული დაფინანსების პირობებში, იწვევს მათ გერმანიაში, საკუთარ საწარმოში, ერთთვიანი სასწავლო პრაქტიკის გასავლელად. ამ წლების განმავლობაში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მრავალმა სტუდენტმა გაიარა პრაქტიკა ბავარიაში მდებარე HIPP-ის საწარმოში და მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.
ლექციაზე დასწრება შეუძლია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს, ვინც ფლობს გერმანულ ენას და ვისაც აინტერესებს, როგორია ეთიკური ბიზნესის გერმანული გამოცდილება.
ლექციაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. 14 აპრილის, 12:00 საათამდე მოგვწერეთ მისამართზე: ucha.gogritchiani@tsu.ge დაწერეთ თქვენი სახელი, გვარი, სასწავლო პროგრამა, სასწავლო სემესტრი, გერმანული ენის ფლობის დონე, ე-მაილი, მობილური ტელეფონის ნომერი და მობრძანდით ლექციაზე.